ირაკლი კობახიძე - ბლოკების აკრძალვით ოპოზიციაში სრულ კონსოლიდაციას წავახალისებთ
ირაკლი კობახიძე - ბლოკების აკრძალვით ოპოზიციაში სრულ კონსოლიდაციას წავახალისებთ

საარჩევნო ბლოკების აკრძალვით ოპოზიციაში სრულ კონსოლიდაციას წავახალისებთ, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კონსოლიდაციისკენ უბიძგებს სუბიექტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არჩევნებში 0,67 პროცენტის აღების შესაძლებლობა არ აქვთ.

„თუ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტი მიიჩნევს, რომ მას არ აქვს 0,67 პროცენტის აღების შანსი, ანუ დაახლოებით 12 ათასი ხმის აღების შესაძლებლობა, პირიქით, მათ ვუბიძგებთ კონსოლიდაციისკენ. მაგალითად, დღეს რომ არის კვალიფიციური პარტია, პირობითად, ბაჩუკი ქარდავა ან შოთა მალაშხია და ა.შ, თუ არ აქვთ 0.67 პროცენტის აღების შანსი, ვიცით რომ არ აქვთ, მათ ვუბიძგებთ შევიდნენ შესაბამის პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისთანაც არიან აფირილებულნი, სრული კონსოლიდაცია იქნება. პირიქით, ჩვენ ბლოკების აკრძალვით წავახალისებთ სრულ კონსოლიდაციას ოპოზიციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტზე მეორე დღეა, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობენ.