ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილს საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში, არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო
ირაკლი კობახიძე - ალეკო ელისაშვილს საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში, არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო

ალეკო ელისაშვილი არის სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში, არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით კობახიძე ელისაშვილის მიერ დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ელისაშვილს არასდროს არაფერი გაუკეთებია, „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო კი, პირდაპირ არის დაკავშირებული ფუნდამენტურ რეფორმებთან, რომელიც ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა.

„აქეთ არის დავით სერგეენკო, რომლის შემოქმედება არის ეს ყველაფერი და აქეთ არის ალეკო ელისაშვილი – სიცარიელე, აბსოლუტური ნული, რომელსაც საქმე არ გაუკეთებია ცხოვრებაში. ეს არის სიცარიელეზე მეტი – არ შეიძლება, ადამიანი თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო. სერგეენკო და ელისაშვილი არის მაგალითი – აქეთ არის უზარმაზარი საქმე, იქით სიცარიელე და უფრო მეტი“, – განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში კობახიძემ.