ალეკო ელისაშვილი - იფიქრეს, რა გავაკეთოთ, რომ საბურთალოზე ელისაშვილს მოვუგოთო და დააყენეს დავით სერგეენკო 
ალეკო ელისაშვილი - იფიქრეს, რა გავაკეთოთ, რომ საბურთალოზე ელისაშვილს მოვუგოთო და დააყენეს დავით სერგეენკო 

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სერგეენკო მაღალი რეიტინგის მქონე და მისთვის ღირსეული კონკურენტია.

„ჩემთვის სასიამოვნო იყო, დავინახე, რომ ჩემი ეშინიათ. ჩემი ეშინიათ და ამიტომ დაასახელეს დავით სერგეენკო. კვლევებსაც ატარებდნენ და ნახეს, რომ ვიღაც ხარახურას, მაგალითად, მამუკა მდინარაძისნაირის ან დანარჩენი პოლიტიკურ ჯართში ჩასაბარებელი ჯართის დაყენების შემთხვევაში, პირველ ტურში წააგებდნენ საბურთალოს. ბიძინა ივანიშვილი იპოდრომზე პარკს გააკეთებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეშინიათ, ჩემთან არ წააგონ არჩევნები“, – აღნიშნა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.