ირაკლი კობახიძე - 2026 წელს საქართველოში ჩამოვლენ რაგბის ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ, მათ დაემატებიან ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი
ირაკლი კობახიძე - 2026 წელს საქართველოში ჩამოვლენ რაგბის ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ, მათ დაემატებიან ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი

საქართველო მომავალ წელს რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მომავალ წელს საქართველოში ჩამოვლენ ნაკრებები, რომლებიც ამჟამად იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობენ – სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ინგლისი, არგენტინა, ავსტრალია, უელსი, იტალია, ირლანდია, შოტლანდია და ესპანეთი.

ასევე, მათ დაემატება ოთხი ქვეყანა – ფიჯი, აშშ, იაპონია და ურუგვაი“, – წერს კობახიძე.

2026 წელს 20-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება. ჩემპიონატში 16 გუნდი იასპარეზებს.