ირაკლი ხმალაძე - რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე არ იგეგემება, მალხაზ მაჩალიკაშვილს პროტესტის გამოხატვის კანონიერი უფლება აქვს
ირაკლი ხმალაძე - რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე არ იგეგემება, მალხაზ მაჩალიკაშვილს პროტესტის გამოხატვის კანონიერი უფლება აქვს

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისში რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება არ იგეგემება.

ვიცე-მერის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილს აქვს პროტესტის გამოხატვის კანონიერი უფლება, რომელსაც თბილისის მერია ხელს არ შეუშლის.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, დროდადრო შეკეთების სამუშაოები განხორციელდეს, თუმცა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არც ერთ მოქალაქეს არ შეეზღუდება.

„რუსთაველის გამზირზე თბილისის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ აქვს. რაც შეეხება უშუალოდ გამოხატვის თავისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, ეს ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. თუ მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რაიმე სამუშაოებს, რომელიც კონფლიქტში მოვა მიმდინარე პროცესებთან, ამას მოჰყვება შესაბამისი ზომების მიღება. ქალაქის მასშტაბით ყოველთვის გვაქვს ჩვენ მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები დაზიანებული მონაკვეთების. შეიძლება, ესეთი რაღაც იყოს რუსთაველზეც და ეს ჰქონდათ ალბათ სამართალდამცველებს მხედველობაში, მაგრამ სამუშაოები დაგეგმილი არ გვაქვს. აქციების ჩატარებას საფრთხე არ შეიძლება დაემუქროს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კანონით უზრუნველყოფილი ფორმა და ამის წინააღმდეგ ვერ იქნება ვერც თბილისის მერია და ვერც სხვა დაწესებულება“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის უფლება არ მისცა​როგორც მაჩალიკაშვილს მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.