ირაკლი ხელაძე - გურამიშვილის გამზირზე, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობის დაბრუნებას შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში შევძლებთ
ირაკლი ხელაძე - გურამიშვილის გამზირზე, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობის დაბრუნებას შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში შევძლებთ

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, ექსპერტების მხრიდან გურამიშვილის 30 ნომერში მდებარე კორპუსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციის შემთხვევაში, ადგილობრივი მცხოვრებლებს საკუთარ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ.

მისი თქმით, ჯერჯერობით მსგავსი რეკომენდაცია არ არსებობს.

„მერიის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დადო პირველადი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ამ ეტაპისთვის არ გვეძლევა რეკომენდაცია, რომ დავაბრუნოთ მოსახლეობა. სამუშაოები წარმოებული იქნება უწყვეტ რეჟიმში, ჯერჯერობით კონკრეტულ ვადას არ ვამბობთ, როდის შევძლებთ მოსახლეობის დაბრუნებას.

„ვიწყებთ შემდეგ ღონისძიებას, მოსახლეობასთან მიმართებაში, დავიწყეთ მათი ინფორმირება. ხვალიდან დავაწერინებთ განცხადებებს. გამგეობა უკლებლივ ყველას ვინც განთავსებულია სასტუმროში და მათ შორის, ვინც არ არიან მაგრამ საჭიროება იქნება, რომ ქირით გავიდნენ, აუცილებლად ყველას დააკმაყოფილებს.

ამჟამად სასტუმროში 59 ოჯახია განთავსებული. კორპუსის დანარჩენ მცხოვრებლებს არ გამოუთქვამთ სურვილი, თუმცა თუ დაუდგებათ ქირით გასვლის საჭიროება აუცილებლად დავაკმაყოფილებთ. ადგილზე სამუშაოები იქნება წარმოებული ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში. ჩვენთვის მთავარია ხარისხიანად შესრულდეს ყველანაირი სამუშაო. ექსპერტების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაცია იქნება თუ არა, რომ კორპუსი მთლიანად უსაფრთხოა მცხოვრებლებისთვის, აუცილებლად მაშინვე დავაბრუნებთ“, – განაცხადა გამგებელმა.

გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.

დატოვე კომენტარი