ირაკლი ღარიბაშვილი – კითხვა იყო, რამდენად მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებს, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, ეს არის დამატებითი მოტივაცია რეფორმების გასაგრძელებლად

17:54, 03.06.2022

კითხვა იყო, რამდენად მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებს, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, ეს არის დამატებითი მოტივაცია, წახალისება, რომ ქვეყანამ რეფორმები გააგრძელოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა,

„ამ საკითხს ნათელი უნდა მოვფინოთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. კითხვა იყო – რამდენად მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსი უსაფრთხოების გარანტიებს, რა თქმა უნდა – არა. ჩვენ აქ არ უნდა ვლაპარაკობდეთ უსაფრთხოების გარანტიებზე. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა, ეს არის ნატო. ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, რომელიც არის სიმბოლური, მაგრამ ძალიან არსებითი ჩვენთვის. ჩემი პასუხია – არა, კანდიდატის სტატუსი არ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, არც საქართველოსთვის, არც მოლდოვისთვის და უკრაინისთვის. ეს არის თავისებური დამატებითი მოტივაცია, წახალისება, რომ ქვეყანამ გააგრძელოს რეფორმები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი