ირაკლი ღარიბაშვილი - კახი კავსაძის დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის გარდაცვალებას მთელ ქართულ საზოგადოებას
ირაკლი ღარიბაშვილი - კახი კავსაძის დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის გარდაცვალებას მთელ ქართულ საზოგადოებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

პრემიერმა კავსაძის ოჯახის წევრებსა და ქართულ საზოგადოებას მიუსამძიმრა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა დაგვტოვა. გარდაიცვალა ნამდვილი სახალხო არტისტი, ყველა თაობის ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მსახიობი კახი კავსაძე. მისი დაუვიწყარი როლები საყოველთაო აღიარებას იმსახურებს ყველა თაობაში, სწორედ ამიტომ ის ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ჯილდოთი – უდიდესი სიყვარულით დააჯილდოვა.

ვუსამძიმრებ ამ დიდი ადამიანის და მსახიობის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, მთელ ქართულ საზოგადოებას“, – წერს ღარიბაშვილი სამძიმრის წერილში.

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი