ირაკლი ღარიბაშვილი გენო პეტრიაშვილს მიმართავს - გული არ გაიტეხო, გენო, ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ქვეყანას მოუტანე
ირაკლი ღარიბაშვილი გენო პეტრიაშვილს მიმართავს - გული არ გაიტეხო, გენო, ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ქვეყანას მოუტანე

გული არ გაიტეხო, გენო! ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

„გული არ გაიტეხო, გენო! მომავალი, კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გაქვს! ჩვენ ყველანი ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე!” – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა დღეს ვერცხლის მედალი მოიგო.