გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ტოკიოს ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ქართულ დელეგაციას ვერცხლის მედალი მოუტანა.
+125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი დაუპირისპირდა 21 წლის ამერიკელ გეიბლ დენ სტივენსონს, რომელმაც მეთხედფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა, 1/2 ფინალში – მონღოლი მუნხტური.
პეტრიაშვილისა და სტივენსონის ფინალი ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობის გვირგვინი აღმოჩნდა. ამერიკელი თავიდან 4:0 დაწინაურდა, მეორე ტაიმში გენომ რამდენიმე ეფექტური გდება გააკეთა და წინ გაიჭრა – 8:5. ეს თითქოს გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ამერიკელი არ დანებდა და ბოლო წამს აღებული 2 ქულით 9:8 დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ჩელენჯი მოითხოვა, თუმცა გამეორებაზეც გამოჩნდა, რომ სტივენსონმა გამარჯვების ორი ქულის აღება მანამ მოასწრო, ვიდრე დრო ამოიწურებოდა. შედეგად, ჩელენჯის 1 ქულაც ამერიკელს დაეწერა და საფინალო ანგარიშად 10:8 დაფიქსირდა.

გენო პეტრიაშვილი 2016 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია. თუმცა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ოქროს მედლები ნამდვილად არ აკლია – სამგზის მსოფლიო და ორგზის ევროპის ჩემპიონია.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.
1/8 ფინალი
პეტრიაშვილი VS აბდელმოტალები (ეგვიპტე) 11:0
https://www.youtube.com/watch?v=7y6QSTN56Es
1/4 ფინალი
პეტრიაშვილი VS დენგი (ჩინეთი) 5:2
https://youtu.be/b1AJGHawLXQ
1/2 ფინალი
პეტრიაშვილი VS ზარე (ირანი) 6:3
https://youtu.be/x5BJ4imjJj4
ფინალი
პეტრიაშვილი VS სტივენსონი (აშშ)
https://youtu.be/N7Aq1BeSdqY