ირაკლი ღარიბაშვილი - დმანისთან დაკავშირებით პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, ეს ყველაფერი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის პროვოცირებულ ქმედებებს, პროვოკაციებს მშვიდად უნდა ვუპასუხოთ
ირაკლი ღარიბაშვილი - დმანისთან დაკავშირებით პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, ეს ყველაფერი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის პროვოცირებულ ქმედებებს, პროვოკაციებს მშვიდად უნდა ვუპასუხოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და დაკავებულია ერთი პირი.

მისივე თქმით, დმანისის ინციდენტი უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს.

პრემიერი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პროვოკაციებს მშვიდად უნდა უპასუხონ.

„დმანისთან დაკავშირებით მე უკვე გავაკეთე კომენტარი. პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა, დაკავებულია პიროვნება, რომელიც, სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკავშირდება დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან პროვოცირებულ ქმედებებს. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად და რამდენიმე დღე მოვითმინოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, დმანისის მუნიციპალიტეტში დაპირისპირებისას 21 სექტემბერს ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.