ირაკლი ღარიბაშვილი – ავსტრიასა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა

15:57, 30.01.2023

პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის, დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს სტუმარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორებიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად.

„ჩვენ ბოლო ორი წელია, შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შარშანწინ გვქონდა 10.5 % ზრდა, შარშან – 10%, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ბიუროკრატიული და ნაკლები ბარიერების მქონე ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების, ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი