ირაკლი ღარიბაშვილი - არ არის საინტერესო ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება, მთავარია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ჩამოდის ორ დღეში, გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიეტუვასთან და ასე გავაგრძელებთ
ირაკლი ღარიბაშვილი - არ არის საინტერესო ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება, მთავარია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ჩამოდის ორ დღეში, გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიეტუვასთან და ასე გავაგრძელებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლიეტუველი დეპუტატის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ის საინტერესო არ არის.

„არ არის საინტერესო ჟიგიმანტასის განცხადება, ჩემთვის მთავარია ის, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ჩამოდის ორ დღეში საქართველოში, ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიეტუვასთან და ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსმა პრანკერებმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს რუსი ოპოზიციონერის სახელით დაურეკეს და საუბრის ჩანაწერი ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ გამოაქვეყნეს. „ვოვანისა“ და „ლექსუსის“ სახელებით ცნობილმა პრანკერებმა ვლადიმირ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა ლიეტუვეულ დეპუტატს ალექსეი ნავალნის თანაგუნდელის, ლეონიდ ვოლკოვის სახელით დაურეკეს. გამოქვეყნებულ დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერში ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ახლა აქვს „თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში“.

დატოვე კომენტარი