ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი – ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში ცეცხლსასროლი ჭრილობით შემოიყვანეს, სამწუხაროდ, ტრავმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო

01:24, 23.07.2026

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილის ინფორმაციით, კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა.

„ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი ჭრილობით სასწრაფო დახმარების მანქანით შემოიყვანეს. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. სად ჰქონდა ჭრილობა, რითი იყო მიყენებული, სამედიცინო ექსპერტიზის მერე იქნება დასკვნა“, – განაცხადა ირაკლი ფირცხალეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვერაზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი