ირაკლი ჩიქოვანი - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი, მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი
ირაკლი ჩიქოვანი - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი, მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი

​სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი, მიღებულია გადაწყვეტილება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.

„ვერ მივიღებ კრიტიკას, თითქოს მინისტრი არ ხვდება დარგის წარმომადგენლებს. აქვე გიპასუხებთ იმ შეხვედრაზე, რომელიც გუშინ გაიმართა – მინისტრი ესწრებოდა. ეს შეხვედრა იყო ძალიან შედეგიანი, გადაწყვეტილება მიღებულია – სამინისტროს, ასევე სექტორის წარმომადგენლების, ექსპერტების ჩართულობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ეს ჯგუფი იმუშავებს ხარვეზი თუ არსებობს, იმის აღმოჩენაზე, შესაბამისად ყველა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რომელიც აქამდე არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გუშინ შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფის გათანაბრებას ეხება, არ გადავადდება, თუმცა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტარიფების შეცვლაზე იმუშავებს.