ირაკლი ჩიქოვანი - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და შედეგის მატარებელი არ არის, ამას უკვე მისი მომხრეებიც ვერ უარყოფენ
ირაკლი ჩიქოვანი - მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და შედეგის მატარებელი არ არის, ამას უკვე მისი მომხრეებიც ვერ უარყოფენ

მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჩამოყალიბდა უკვე როგორც კომიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, რაღაც ანტურაჟის შექმნას, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და შედეგის მატარებელი არ არის.

„მე მისი არ მჯერა, არ მჯერა არც ერთი მისი სიტყვის, და საზოგადოებაც, ყველა ვხედავთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და რეალური შედეგის მატარებელი არ არის. ეს არის ფაქტი, რომელიც არაერთხელ დადასტურდა და მგონი, უკვე მისი მომხრეებიც ამას ვერ უარყოფენ. თვითონ მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჩამოყალიბდა უკვე როგორც კომიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, რაღაც ანტურაჟის შექმნას, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას“.

დატოვე კომენტარი