მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მიმიცია პირობა, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ამასაც გავაკეთებ
მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მიმიცია პირობა, რომ საქართველოში კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ამასაც გავაკეთებ

არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „მართალია, რომ საქართველოში აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს“.

„გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს 60-დან 70 პროცენტამდე მოქალაქეებს სურთ, რომ დავბრუნდე. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, მზად ვიყავი დახმარებისთვის. ამავდროულად, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული“, – აღნიშნა სააკაშვილმა.