ირაკლი ბერაია - საქართველო ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს, არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით
ირაკლი ბერაია - საქართველო ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს, არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

„ამი შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ნაბიჯები და დახმარება იყოს ქმედითი, პროდუქტიული და შედეგიანი. ამ მიმართულებით ჩვენს ნაბიჯებს ძალიან კარგად იცნობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსივროს“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს“.