ირაკლი ბერაია - მედლინ მუნის გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დგას
ირაკლი ბერაია - მედლინ მუნის გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში დგას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნის გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი დგას საერთაშორისო დღის წესრიგში, განსაკუთრებით ისეთ მაღალ ფორუმებზე, როგორიც არის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მედლინ მუნის გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს საკითხი დგას საერთაშორისო დღის წესრიგში, განსაკუთრებით ისეთ მაღალ ფორუმებზე, როგორიც არის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს საკუთრ გამოსვლაში ასამბლეის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია იმ მძიმე ვითარების შესახებ, რომელიც საკუთარი თვალით ნახა საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას. მან ისაუბრა ხელოვნურ ბარიერებზე, მავთულხლართებზე, რომელიც აშორიშორებს საზოგადოებას, ასევე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ ვითარებაზე, რაც გამოწვეული არის ოკუპაციით და პირდაპირი პასუხისმგებლობა ამისთვის დააკისრა რუსეთის ფედერაციას“,- განაცხადა ბერიამ.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის სესიაზე საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შესახებ ისაუბრა.

ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთს სურს, გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაყოს საქართველო. მედლინ მუნმა საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 13 სექტემბერს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, დათა ვანიშვილთან შეხვედრაც გაიხსენა.