მედლინ მუნი - ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს, თუმცა 2014 წელს მაინც გაგვიკვირდა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა
მედლინ მუნი - ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს, თუმცა 2014 წელს მაინც გაგვიკვირდა, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა

რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეშ დარღვევას თან ახლდა ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო დასავლური დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის სესიაზე  განაცხადა.

„ჩვენი ალიანსი არის წარმატების გამორჩეულ ისტორია, უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევებისა და ცვალებადი ლანდშაფტის მიუხედავად. ნატო შეთანხმდა, რომ იქნება თავისი წევრების უსაფრთხოების საფუძველი და თავისი მრავალი პარტნიორისთვის სტაბილურობის ბასტიონი.

თითქმის ხუთი წლის წინ, საერთაშორისო უსაფრთხოება ორი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. პირველი ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვიხილეთ კიბერთავდასხმა ესტონეთის წინააღმდეგ 2007 წელს და ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს. თუმცა ჩვენ 2014 წელს მაინც გაგვიკვირდა, როდესაც რუსეთმა გამოიყენა ძალა თავისი მეზობლის წინააღმდეგ. უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. შემდეგ მან დაიწყო კამპანია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გასაღვივებლად. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევას თან ახლდა ძალისხმევა, რომლის მიზანი იყო დასავლური დემოკრატიული საზოგადოებისთვის და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა.