ირაკლი ბერაია - აშშ-ის კონგრესში საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია 
ირაკლი ბერაია - აშშ-ის კონგრესში საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია 

აშშ-ის კონგრესში საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, კონგრესმენების სულისკვეთება, საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე არის ძალიან ღირებული ჩვენთვის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, დღეს ორმა კონგრესმენმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანები გამოირჩევიან საქართველოს მხარდაჭერით.

„აშშ-ის კონგრესში საქართველოს აქვს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა, კონგრესმენების სულისკვეთება, საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე არის ძალიან ღირებული ჩვენთვის. რა თქმა უნდა, 2008 წლის აგვისტოში რუსეთი უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში, მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ ასევე ჩვენი პარტნიორების მთავარი ამოცანაა, რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავება მოხედეს. რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლით ნაკისრი სხვა ვალდებულებები“, – განაცხადა ბერაიამ.

აშშ-ის ორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯონ კატკო და სტივენ უომაკო დღეს სოციალურ ქსელში საქართველო-რუსეთის ომის 12 წლისთავს გამოეხმაურნენ.

როგორც სტივენ უომაკმა აღნიშნა, აშშ-მა და საქართველომ ჩამოაყალიბეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე აშშ მათ გვერდით დგას.  ჯონ კატკოს განცხადებით: „საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია არის ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან პარტნიორობის საჭიროების აბსოლუტური შეხსენება“.