კონგრესმენი სტივენ უომაკი – აშშ-მა და საქართველომ ჩამოაყალიბეს ძლიერი პარტნიორობა, ჩვენ ყოველმხრივ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის აგრესიას
12 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და კრემლი კვლავ ახორციელებს მსგავსი სახის აგრესიულ აქტებს ევროპაში, – ამის შესახებ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი სტივენ უომაკი ტვიტერზე წერს.
როგორც კონგრესმენი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ჩამოაყალიბეს ძლიერი პარტნიორობა და დემოკრატიის გზაზე აშშ მათ გვერდით დგას.
„ჩვენ ყოველმხრივ უნდა ვუპასუხოთ რუსეთის აგრესიას“, – წერს კონგრესმენი.
12 years ago Russia invaded Georgia, and the Kremlin has continued these types of aggressive acts in Europe. The US and Georgia have built a strong partnership, and we stand by them as they pursue democracy. We must push back on Russian aggression at every turn.
— Rep. Steve Womack (@rep_stevewomack) August 4, 2020