ირაკლი ბერაია - ანდრიუს კუბილიუსის წერილი ჩვენ მიერ აღქმულია როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც მიუღებელია
ირაკლი ბერაია - ანდრიუს კუბილიუსის წერილი ჩვენ მიერ აღქმულია როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც მიუღებელია

ანდრიუს კუბილიუსის წერილი ჩვენ მიერ აღქმულია როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლების მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაუარა ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

„ანდრიუს კუბილიუსის მიერ მის წერილში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარი ჩვენ მიერ აღქმულია როგორც პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხრიდან მოხდეს ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი, მიუღებელი და ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.