ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ძალადობის კვალი არ აღენიშნება
ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ძალადობის კვალი არ აღენიშნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც თავად ამბობს, არის კარგი. გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადაყვანას. ამიტომ, არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება. საკარანტინო პერიოდის შემდეგ, მეტი საშუალება გვექნება და მეტი დეტალი გვეცოდინება. ძალადობის ვიზუალური ნიშნები მას არ აღენიშნება“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდა. 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა სამ ივლისს დააკავეს.