თურქული წარმოშობის გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა საკუთარ ქორწილში დაპატიჟა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
ამის შესახებ, თურქულ მედიაზე დაყრდნობით, გაზეთი ბილდი (Bild) წერს. 30 წლის იოზილისა და 25 წლის ამინე გიულშეს ქორწილი 2019 წლის ზაფხულში გაიმართება. ერდოღანი საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.
იოზილი პირველად თურქეთის პრეზიდენტს 2018 წელს შეხვდა და ამით გერმანული საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. მოგვიანებით, მან გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა რასისტული შეურაცხყოფის გამო.
მესუთ იოზილის მომავალი მეუღლე მოდელი და მსახიობია. მას შვედური და თურქული მოქალაქეობა აქვს.