თურქეთის მთავრობამ NBA-ის ყოფილი კალათბურთელის დაჭერისთვის ჯილდოდ 490 ათასი ევრო დააწესა #1TVSPORT
თურქეთის მთავრობამ NBA-ის ყოფილი კალათბურთელის დაჭერისთვის ჯილდოდ 490 ათასი ევრო დააწესა #1TVSPORT

თურქეთის მთავრობამ 490 ათასი ევრო დააწესა ჯილდოდ იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყოფილი მოთამაშის, ენეს კანტერის დაპატიმრებაში დაეხმარება. ეს კალათბურთელი ყოველთვის გამორჩეული იყო თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მწვავე კრიტიკით, – წერს გაზეთი News York Post-ი.

„ეს სიტუაციას ძალიან სახიფათოს ხდის. ადრე სიაში შეყვანილ ხალხზე თურქული დაზვერვა ნადირობდა, ახლა კი, ჯილდოს გამოცხადების შემდეგ მათზე ყველა ინადირებს“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა სიტუაციას კანტერმა.

კალათბურთელი თურქეთის  მთავრობის მიერ აღიარებულია ტერორისტული ორგანიზაციის წევრად და მასზე ძებნაა გამოცხადებული, კანტერი შეყვანილია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიაში, როგორც ძებნილი ტერორისტი.

დღეისთვის ენეს კანტერი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. გასული წლის თებერვალში „ბოსტონმა“ თურქი კალათბურთელი „ჰიუსტონ როკეტსს“ გაუცვალა, რომელმაც თავიდანვე გადაწყვიტა მისი გაშვება. კანტერს არაერთხელ განუცხადებია, რომ „როკეტსის“ ეს გადაწყვეტილება მის აქტიურ პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება. თურქი კალათბურთელი ხშირად გამოდის მკაცრი კრიტიკით ჩინეთისა და თურქეთის მთავრობების წინააღმდეგ. ადრე იტყობინებოდნენ, რომ მან შეიძლება, კარიერა ევროპაში გააგრძელოს.