„არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა უარი უთხრა გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოახიმ ლიოვს საუბარზე, – იტყობინება გაზეთი „ბილდი“ (Bild).
ბუნდესნაკრების დამრიგებელი ლონდონში ჩავიდა და „არსენალის“ საწვრთნელ ბაზას ესტუმრა ნახევარმცველთან ერთი-ერთზე გასაუბრებისთვის, მაგრამ უარი მიიღო. ფეხბურთელს მხარი დაუჭირა „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ.
იოზილის უარის შემდეგ, ლიოვი „არსენალის“ სხვა გერმანელებს – პერ მერტეზაკერს, ბერნ ლენოსა და შკოდრან მუსტაფის გაესაუბრა.
იოზილი გერმანიის ნაკრებში 2009-18 წლებში თამაშობდა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ, ნახევარმცველმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. მისი სიტყვებით, ის ეროვნულ გუნდში რასისტული გამოვლინებების მსხვერპლი გახდა თავისი თურქული წარმოშობის გამო.