იოსებ ტყემალაძე - ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და სიტუაცია მალე გამოსწორდება #1TVSPORT
იოსებ ტყემალაძე - ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და სიტუაცია მალე გამოსწორდება #1TVSPORT

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, მოვალეობის შესრულებას შეუდგა და პირველ სამუშაო დღეს თანამშრომლებს შეხვდა, რომლებსაც საკუთარი გეგმები გააცნო.

„დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა საქართველოს რაგბის კავშირში. სიკეთის მეტი არსად არაფერი შემიტანია და ვიმედოვნებ, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. დამხვდა საოცარი გუნდი, იმედებით, შემართებით და კრეატიული იდეებით აღსავსე. გამიჩნდა კითხვა, რატომ აჩერებდნენ ამ იდეებს ამდენ ხანს. პრინციპში, მიზეზები ყველამ კარგად ვიცით – მძიმე და ნეგატიური ფონი, რაც აქამდე სუფევდა. მჯერა ყველაფერი მალე დალაგდება და ამის იმედს მაძლევს ის სამუშაო განწყობა, რასაც თანამშრომლებში ვხედავ და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგებს.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ის ძალიან მძიმეა. დეტალურად შევისწავლე სიტუაცია და ვალი 6 მილიონ ლარს აღემატება. ასევე პრობლემურია ბიუჯეტი, რომელიც მოთხოვნილზე თითქმის 40%-ით ნაკლებია. ჯერჯერობით, კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გზები არ მაქვს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ და სიტუაცია მალე გამოსწორდება. ასევე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ მოვიდნენ და ჩაერთონ სამუშაო პროცესში.

ჩვენ დავიწყებთ კონსულტაციებს მთავრობასთან, მაქვს სპონსორებისა და ჩემი მეგობრების იმედი, ასევე ყველა იმ გულანთებული ადამიანის, რომელთაც სურთ, რომ ის ბედნიერება, რაც რამდენიმე დღის წინ რუსეთთან გამარჯვებით განვიცადეთ, განმეორდეს კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებთან შეხვედრებში“, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.

rugby.ge

დატოვე კომენტარი