იორდანიის მეფემ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებაში ტერიტორიების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებული დანართები გააუქმა
იორდანიის მეფემ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებაში ტერიტორიების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებული  დანართები გააუქმა

იორდანიის მეფემ 1994 წელს ისრაელთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების ორი დანართი გააუქმა.

ბაქურასა და ღუმარის ტერიტორიები ჩვენი მთავარი პრიორიტეტები იყო. ჩვენი გადაწყვეტილებაა, შეთანხმებაში ამ ტერიტორიებთან დაკავშირებული დანართების გაუქმება. ჩვენი გადაწყვეტილებები იორდანიის და იორდანიელების ინტერესებს მოემსახურება“, – დაწერა იორდანიის მეფე აბდულა II-მ სოციალურ ქსელ Twitter-ში.

1994 წლის შეთანხმების მიხედვით, იორდანიამ ისრაელს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ბაქურასა და მკვდარი ზღვის სამხრეთით, ღუმარის ტერიტორიები იჯარით გადასცა. იჯარის ვადა 25 სექტემბერს იწურება. აღნიშნული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით, იორდანიაში საპროტესტო აქციები გაიმართა. პარალელურად, იორდანიის პარლამენტის წევრებმა მთავრობას მოუწოდეს, იჯარის ხელშეკრულება არ განეახლებინა.