იორდანიის მეფე - პალესტინის სახელმწიფოს გარეშე რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა
იორდანიის მეფე - პალესტინის სახელმწიფოს გარეშე რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა

პალესტინის სახელმწიფოს გარეშე რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა, – ამის შესახებ იორდანიის მეფემ, მეფე აბდულა მეორემ განაცხადა.

მეფე აბდულა მეორის თქმით, მხოლოდ ორი სახელმწიფოს პრინციპი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში.

„ჩვენი რეგიონი უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვერ მიაღწევს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი მშვიდობის გარეშე. სახიფათო ესკალაცია და ძალადობის აქტები, აგრესია, რომელიც ახლა ხორციელდება პალესტინის ტერიტორიებზე, არის მტკიცებულება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი რეგიონი ვერასდროს იქნება უსაფრთხო და სტაბილური სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გარეშე, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპზე იქნება დაფუძნებული, სადაც პალესტინელი ხალხი მოიპოვებს დამოუკიდებლობასა და სუვერენულ სახელმწიფოს 1967 წლის 4 ივნისის მდგომარეობის მიხედვით, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში და ამით დაასრულებს მკვლელობების ციკლს, რომლის საბოლოო მსხვერპლი უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ჩვენი კომპასი ყოველთვის მიანიშნებს პალესტინაზე, იერუსალიმით მის ცენტრში“, – განაცხადა იორდანიის მეფემ.