იორდანიის მეფე აბდულა მეორე 11 თებერვალს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება
იორდანიის მეფე აბდულა მეორე 11 თებერვალს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

იორდანიის მეფე აბდულა მეორე 11 თებერვალს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

იორდანიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, იორდანიის მეფე აბდულა მეორე დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება.

„მეფე აბდულა მეორე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში 2025 წლის 11 თებერვალს შეხვდება. გასულ კვირას მისმა უდიდებულესობამ პრეზიდენტ ტრამპისგან მოწვევა მიიღო“, – ნათქვამია სასახლის განცხადებაში.