ლეგენდარული იოჰან კრუიფის ვაჟი, 45 წლის იორდი კრუიფი ეკვადორის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება, – წერს ესპანური გაზეთი „მარკა”. წყაროს ცნობით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ სამწლიან კონტრაქტზე.
მანამდე უმცროსი კრუიფი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა ჩინურ „ჩუნცინ ლიფანსა” და ისრაელის „მაკაბიში” (თელ-ავივი).
კრუიფის დებიუტი ეკვადორის მთავარი მწვრთნელის რანგში 26 მარტს შედგება – არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ.