გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი პრეტენზიას აცხადებს ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე.
როგორც გაზეთი The Sun-ი წერს, 64 წლის სპეციალისტი დაინტერესებულია იმით, რომ დაიკავოს ეს თანამდებობა გარეტ საუტგეიტის წასვლის შემდეგ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ინგლისის ნაკრებში დანიშვნის ძირითადი კანდიდატები არიან გრემ პოტერი, ედი ჰაუ და ლი კარსლი.
გერმანიის მაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლიოვმა მოიგო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი.