ინტერპოლის მონაცემებში ინფორმაცია თბილისში ლიკვიდირებული ასლამბეკ სოლტახმადოვის შესახებაცაა
ინტერპოლის მონაცემებში ინფორმაცია თბილისში ლიკვიდირებული ასლამბეკ სოლტახმადოვის შესახებაცაა

ინტერპოლის სიაში თბილისის სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ასლამბეკ სოლტახმადოვიც იძებნება.

საიტის მონაცემებით, ის ჩეჩნეთში, სოფელ მაირტიპში 1984 წლის 7 აპრილს დაიბადა. რუსეთის მიერ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა.

იგივე მონაცემები სოლტახმადოვზე მითითებულია რუსულ საინფორმაციო წყაროებშიც – იმ ფიზიკურ პირთა სიაში, რომლებსაც ბრალი ედებათ ექსტრემისტულ ან ტერორისტულ საქმიანობაში.

სუს-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დადგენილია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი – ის რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, დადგენილია სპეცოპერაციის  დროს ლიკვიდირებული  პირების ვინაობა – რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი.