მილანის „ინტერმა“ ყველა ტურნირზე შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს. იტალიურმა კლუბმა მეორე ტაიმში გატანილი ორი გოლით 2:0 მოუგო „ბენფიკას“. შეხვედრაში თავი გამოიჩინეს ბარელამ და 11-მეტრიანით ლუკაკუმ.
აღსანიშნავია, რომ „ინტერს“ ჯერ მიმდინარე პლეიოფში გოლი არ გაუშვია.
განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება.
ბენფიკა-ინტერი 0:2
გოლები: 0:1 ბარელა (51), 0:2 ლუკაკუ (82-პენ)
ბენფიკა: ვლახოდიმოსი, ჟილბერტო, მორატო, ანტონიო სილვა, გრიმალდო, ჟოაო მარიო, რაფა სილვა, აურსნესი, შიკინიო, ფლორენტინო (64.დავიდ ნერეში), გონსალო რამოსი.
ინტერი: ონანა, დუმფრიზი (87. დ’ამბროზიო), დარმიანი, აჩერბი, ბასტონი (90. დე ვრეი), დიმარკო (63. გოსენსი), მხითარიანი, ბროზოვიჩი, ბარელა, ჯეკო (63.ლუკაკუ), მარტინესი (63.კორეა).