„ინტერმა“ და „ჩელსიმ“ შეათანხმეს ფორვარდ რომელუ ლუკაკუს სრულფასოვანი დაბრუნება იტალიურ კლუბში. ამის შესახებ დაწერა La Gazzetta dello Sport-მა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მეკარე ანდრე ონანას გაყიდვის შემდეგ, „ინტერს“ გაუჩნდა ფული ბელგიელის ტრანსფერისთვის. მილანელებს ეს გარიგება 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ.
ამ მომენტისთვის კლუბებმა ბოლომდე ვერ შეათანხმეს გარიგება, რისი მიზეზიცაა აგენტი სებასტიან ლედურა, რომელიც ახლა მიუწვდომელია. ტრანსფერი არ დაიხურება იქამდე, სანამ ლუკაკუ პირადად არ მისცემს თანხმობას.
გასულ სეზონში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე „ინტერის“ მაისურით 37 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.