„ინტერმა“ ასპილიკუეტასთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
„ინტერმა“ ასპილიკუეტასთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა უახლოეს დროში „ინტერის“ მოთამაშე გახდება,

როგორც გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება, 33 წლის ესპანელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტი მილანურ კლუბთან, რომელიც ორი წელი იქნება ძალაში. უახლოეს დღეებში მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

ასპილიკუეტა „ჩელსიში“ „მარსელიდან“ 2012 წელს გადავიდა 8.8 მილიონ ევროდ. 2022-23 წლების სეზონში მან 32 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ესპანელის სატრანსფერი ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.