„ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი საკუთარი მამის ცემისთვის დააპატიმრეს [ვიდეო] #1TVSPORT
კოლუმბიური კლუბის „მილიონარიოსის“ ნახევარმცველი ფრედი გუარინი, რომელიც ცნობილია „ინტერსა“ და „პორტუში“ გამოსვლით, ოჯახური ძალადობის გამო დააპატიმრეს.
როგორც გამოცემა El Tiempo იტყობინება, ფეხბურთელმა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, საკუთარი მამისა და ოჯახის სხვა წევრების ცემა დაიწყო.
ნათესავებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც დააკავა გუარინი და თავდაპირველად, საავადმყოფოში წაიყვანა ტრავმებისა და ტანსაცმელზე სისხლის კვალის გამო. იქ ნახევარმცველი სამედიცინო პერსონალსა და პოლიციელებს დაესხა თავს და ისევ გახდა საჭირო ძალის გამოყენება ფეხბურთელის დასაშოშმინებლად.
ახლა, გუარინს ელოდება სასამართლო გარჩევა ოჯახური ძალადობისთვის და პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმისთვის.