„ინტერის“ გენერალური დირექტორი - საქართველოში აკადემიის გახსნა კლუბისთვის მნიშვნელოვანია #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალესანდრო ანტონელომ კომენტარი გააკეთა საქართველოში იტალიური გრანდის საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებაზე, რომელიც 2022 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება.
„მილანის „ინტერის“ აკადემიის საქართველოში გახსნა წარმოადგენს განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს”, – აცხადებს კლუბის გენერალური დირექტორი.
ალესანდრო ანტონელოს თქმით, ეს კლუბის სტრატეგიის განხორციელების ნაწილია.
„ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებელს ხდის ჩვენი კლუბის პროექტის გაფართოებას, არამედ იმიტომ, რომ შეთანხმება დადებულია უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც სრულად იზიარებს „ინტერის“ ხედვას, ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების შესახებ“.
საქართველოში მილანის „ინტერის“ პირველი ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ამოქმედება შესაძლებელი გახდა „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტის პარტნიორობით, რომელიც წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მეპატრონე გახდა.
ეს მნიშვნელოვანი სიახლე „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. თბილისში ბინას „ინტერის“ რიგით მეოცე ბავშვთა საფეხბურთო აკადემია დაიდებს. იტალიურმა კლუბმა ოფიციალურ გვერდზე ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა და ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა.