„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, კრის სმოლინგი მილანური გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Gazzetta dello Sport.
„ინტერს“ დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სმოლინგის გუნდში გადმოყვანას შეეცდება.
2019/20 წლების სეზონში კრის სმოლინგი იჯარის წესით „რომას“ შემადგენლობაში ასპარეზობდა, სადაც 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
კრის სმოლინგის სატრანსფერო ფასად 15 მილიონი ევრო სახელდება.