„ინტერი“ სმოლინგის გადაბირებას შეეცდება
„ინტერი“ სმოლინგის გადაბირებას შეეცდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი, კრის სმოლინგი მილანური გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება Gazzetta dello Sport.

„ინტერს“ დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სმოლინგის გუნდში გადმოყვანას შეეცდება.

2019/20 წლების სეზონში კრის სმოლინგი იჯარის წესით „რომას“ შემადგენლობაში ასპარეზობდა, სადაც 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კრის სმოლინგის სატრანსფერო ფასად 15 მილიონი ევრო სახელდება.