„ინტერი“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ინძაგის გაშვებაზე დაფიქრდა #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სიმონე ინძაგის განთავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც გამოცემა La Gazzetta dello Sport წერს, იტალიელი სპეციალისტი დატოვებს გუნდს, თუ ნოემბრამდე სიტუაცია არ შეიცვლება.
სერია A-ს შვიდი ტურის შემდეგ „ინტერი“ მეშვიდე ადგილზეა გათამაშების ცხრილში და ლიდერებს – „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ ხუთი ქულით ჩამორჩება.
46 წლის ინძაგი მილანურ კლუბს 2021 წლის მაისიდან ავარჯიშებს.