„ინტერ მაიამის“ მფლობელი - მესის მოსვლით ჩვენი ქვეყნის ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყო #1TVSPORT
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლად გადასულმა ლიონელ მესიმ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – არგენტინელის დუბლითა და საგოლე გადაცემით „ინტერ მაიამიმ“ „ატლანტა იუნაიტედი“ დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა.
ამერიკული კლუბის მფლობელმა, მილიარდერმა ხორხე მასმა აშშ-ს ფეხბურთში ლიონელ მესის უდიდეს გავლენაზე ისაუბრა:
„ეს ფეხბურთის ჩვენს გულშემატკივრებს ძალიან სჭირდებოდათ. მათ ენატრებათ მსგავსი მომენტები. შეერთებულ შტატებში ფეხბურთის ისტორია ორ ეპოქად იყოფა – მესის მოსვლამდე და მესის მოსვლის შემდეგ“.