ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2015 წლიდან დღემდე 579 სტარტაპი დააფინანსა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 2015 წლიდან დღემდე 579 სტარტაპი დააფინანსა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 2015 წლიდან დღემდე 579 სტარტაპი დააფინანსა. GITA​-ს მიერ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე დაიხარჯა 150 მილიონზე მეტი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულია 21 სტარტაპი. სააგენტოს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის შვიდი რაუნდის ფარგლებში სულ დაფინანსებულია 135 სტარტაპი.

სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში სულ დაფინანსებულია 423 სტარტაპი. GITA-მ მცირე გრანტების პროგრამა 2016 წლიდან დაიწყო, თავდაპირველად 5 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა იყო, რომელიც შემდგომ 15 000 ლარამდე გაიზარდა. 2021 წელს GITA-ს მცირე გრანტების პროგრამის ბიუჯეტი 400 000 ლარს შეადგენს. 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა კი, მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში. დაფინანსებულმა სტარტაპებმა ჯამში 150 მილიონ ლარზე მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.