„იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვა

15:33, 26.11.2026

გარდაბნის კულტურის სახლში „იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ეკონომიკის სამინისტრომ და უშუალოდ კომპანიამ, კონსტრუქციული კომუნიკაციის ფარგლებში შეკითხვებს უპასუხეს. პრეზენტაცია მოიცავდა ყველანაირ დეტალს, თუ როგორი იქნება სივრცითი ორგანიზება, სატრანსპორტო ქსელი, გამწვანება, რეკრეაცია. შემდეგ კი, განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კრწანისის ტყე-პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „იგლ ჰილსის“ პროექტი Tbilisi Waterfront-ის სახელით ვითარდება და დაახლოებით 590-დან 633 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს.

პროექტი მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლსა და თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მიმდებარე სივრცეს აერთიანებს. კონცეფცია მოიცავს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებსა და კომერციულ სივრცეებს. გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 17-კილომეტრიანი სანაპირო პრომენადი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები და რეკრეაციული ზონები. დღესვე გაჟღერდა, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და იგლ ჰილს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, სადაც შეთანხმდნენ, რომ იქ სადაც ეკლესიის ნაშთებია აღმოჩენილი, ტაძრები აღდგება. ჯამში – 10 000-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის პირველი ფაზების ჩაბარება 2029 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი