„ინიესტას ეფექტი“ - „ვისელ კობემ“ შემოსავლების მხრივ იაპონური ლიგის რეკორდი დაამხო
იაპონურმა კლუბმა „ვისელ კობემ“, რომლის რიგებში თამაშობს „ბარსელონას“ ლეგენდა ანდრეს ინიესტა, გასული წლის ფინანსური მონაცემები გამოაქვეყნა. კლუბმა იაპონური ლიგის რეკორდი დაამყარა ფინანსური მოგების მიხედვით – თანხამ დაახლოებით 96 მილიონი ევრო შეადგინა.
როგორც ანგარიშში წერია, „ვისელ კობემ“ 2019 ფინანსურ წელს დააფიქსირა სპონსორობისა და ბილეთების გაყიდვის ზრდა. იაპონურმა პრესამ ამგვარ შედეგებს „ინიესტას ეფექტი“ უწოდა. ესპანელი გუნდში 2018 წლიდან თამაშობს.