ვერმალენმა კარიერა დაასრულა და ბელგიის ნაკრების მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ვერმალენმა კარიერა დაასრულა და ბელგიის ნაკრების მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

ბელგიელმა ტომას ვერმალენმა 36 წლის ასაკში კარიერა დაასრულა. ფეხბურთელი, რომლის ბოლო კლუბი იყო იაპონური „ვისელ კობე“, ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შევიდა. ამის შესახებ ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა.

კარიერის განმავლობაში ვერმალენი „აიაქსში“, „ვაალვიკში“, „არსენალში“, „ბარსელონასა“ და „რომაში“ თამაშობდა. ბელგიის ნაკრებში 85 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ვერმალენი ნიდერლანდებისა და ესპანეთის (სამჯერ) ჩემპონია, სამჯერ მოიგო ესპანეთის თასი, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი და უეფა-ს სუპერთასი.