ინგლისურმა პრესამ გამოაცხადა, რომ ჰალანდმა „რეალის“ სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი #1TVSPORT
„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი ჩამოყალიბდა საკუთარ მომავალზე. როგორც ბრიტანული გაზეთი Mirror წერს, ნორვეგიელმა არჩევანი მადრიდის „რეალის“ სასარგებლოდ გააკეთა.
„რეალის“ გარდა, ფორვარდზე ძირითად კანდიდატებად განიხილებოდნენ „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“. კერძოდ, „სიტის“ დამრიგებელი პეპ გვარდიოლა ჰალანდში სერხიო აგუეროს შემცვლელს ხედავს. თუმცა, თავად დორტმუნდელი მადრიდში თამაშზე ოცნებობს.
წყაროს ცნობით, ჰალანდის გაფორმება არ შეცვლის „რეალის“ გეგმებს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის კილიან მბაპეს შეძენასთან დაკავშირებით.