ინგლისური მედია – ჟოზე მოურინიოს ოთხი ფეხბურთელი აუმხედრდა

14:29, 05.09.2018

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოთხმა ფებბურთელმა გუნდის მთავარი მწვრთნელის მიმართ ნდობა დაკარგა, ამტკიცებს ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail). ჟურნალისტების ინფორმაციით, ესენი არიან პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი, მარკუს რეშფორდი და ერის ბაიი.

ირკვევა, რომ ეს მოთამაშეები ჟოზე მოურინიოს მუშაობით უკმაყოფილონი არიან, თავად პორტუგალიელმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის გამო სრულებით არ ნერვიულობს.

პრემიერლიგის ოთხი ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ექვსი ქულით მეათე ადგილზეა.

მსგავსი