ინგლისის რაგბის ფედერაციამ ედი ჯოუნსს ულტიმატუმი წაუყენა

14:31, 31.07.2018
CAPE TOWN, SOUTH AFRICA - JUNE 23:  Eddie Jones, the England head coach looks on during the third test match between South Africa and England at Newlands Stadium on June 23, 2018 in Cape Town, South Africa.  (Photo by David Rogers/Getty Images)

CAPE TOWN, SOUTH AFRICA - JUNE 23: Eddie Jones, the England head coach looks on during the third test match between South Africa and England at Newlands Stadium on June 23, 2018 in Cape Town, South Africa. (Photo by David Rogers/Getty Images)

ინგლისის რაგბის ფედერაციამ მათი ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელს ულტიმატუმი წაუყენა. ედი ჯოუნსის გუნდმა ნოემბრის ტესტ მატჩები აუცილებლად წარმატებით უნდა დაასრულოს.

წელს ინგლისის ნაკრებმა „ექვსი ერი“ მეხუთე ადგილზე დაასრულა, ხოლო ივნისში კი სამ მატჩიანი ტესტ დაპირისპირება სამხრეთ აფრიკასთან დათმო (2-1).

რაგბის მესვეურებმა ჯონსს მედიისგან კრიტიკის ქარცეცხლი აარიდეს, თუმცა ავსტრალიელ სპეციალისტს მკაცრი გაფრთხილება მისცეს.

„ჩვენ ყველა თამაშის მოგება გვინდა. ველით, რომ ნოემბერში გუნდს წარმატებული სერია ექნება,“ – განაცხადა ფედერაციის ხელმძღვანელმა, სტივ ბრაუნმა –

„არ ვფიქრობ წარუმატებლობაზე, პირიქით მოგების იმედი გვაქვს, მაგრამ ეს ბრმა იმედი არ უნდა იყოს.“

ბრაუნმა ნათელი გახადა, რომ ინგლისის ნაკრების წლევანდელი შედეგები მისაღები არ არის –

„ედი ჯოუნსი მატჩების 80%-ს იგებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრაცია მხოლოდ ბოლო პერიოდზე არ გავაკეთოთ, მაგრამ არც იმის უარყოფა გამოდის, რომ 2018 წელს ინგლისის ნაკრებს სათანადო შედეგი არ აქვს. ჩვენ ეს ყველაფერი ედისთან ერთად განვიხილეთ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.“

 

მსგავსი